მიმოხილვა ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ პროფესიული მედიამონიტორინგის განვითარებას საქართველოში, როგორც მედიის მრავალფეროვნების, ჟურნალისტური სტანდარტის ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის მხარდაჭერის გზას. 2010 წლიდან, ამ ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა ყველა ძირითადი არჩევნების დროს. რას ვაკეთებთ მიმდინარე პროექტის მიზანია საარჩევნო მედიამონიტორინგი საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. საპრეზიდენტო არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება ორმოცამდე ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მედიამონიტორინგის მეთოდოლოგია [ბმული]. 2010-2017 წლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგები მედიამონიტორინგი
მედიის განვითარება და ტრენინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანებაა. ორგანიზაციის მიზანია მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერების გზით. ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაარსდა, როდესაც 137-მა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა ძირითადი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის ვალდებულებას. შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად ისინი ქარტიის დამფუძნებლები და წევრები გახდნენ. ტელევიზიების მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (სგი) მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას. სგი-ს მისიაა საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, განათლების როლის ზრდა, ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის ხელშეწყობა. ონლაინ და ბეჭდური მედიის მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
|