თოქ-შოუების მონიტორინგის მეთოდოლოგია
თოქ-შოუების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს მხოლოდ თვისებრივ კომპონენტს. მონიტორინგის დროს ხდება დაკვირვება მხოლოდ ჟურნალისტებზე სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით. ფასდება ჟურნალისტების როლი და ჩართულობა გადაცემის განმავლობაში.
ჟურნალისტი უბრალოდ მოდერატორია, რომელიც მართავს პროცესს, თუ ცდილობს თავისი პოზიციის დაფიქსირებას. რამდენად აცდის თოქშოუს წამყვანი სტუმრებს აზრის გამოთქმას და როდის აწყვეტინებს საუბარს. ასევე, ხდება დაკვირვება, თუ რამდენად თანაბარ პირობებში აყენებს ჟურნალისტი სტუმრებს: ჟურნალისტის კითხვები რამდენად თანაბრად მომთხოვნი/ლმობიერია ყველა სტუმრის მიმართ და რამდენად ცდილობს ჟურნალისტი სტუმრებისგან სიღრმისეული ინფორმაციის მიღებას ჩაძიების გზით. მონიტორინგი ასევე აკვირდება თოქშოუებში სიძულვილის ენის (შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ფრაზების/განცხადებების) გამოყენებას ჟურნალისტების/წამყვანების მხრიდან და მათ რეაგირებას სტუმრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.
ახალი ამბების მონიტორინგის მეთოდოლოგია
ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.
იხილეთ ვრცლად