ტელე არხების მონიტორინგის მეთოდოლოგია
ახალი ამბების მონიტორინგის მეთოდოლოგია
ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.
იხილეთ ვრცლადთოქ-შოუების მონიტორინგის მეთოდოლოგია
თოქ-შოუების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს მხოლოდ თვისებრივ კომპონენტს. მონიტორინგის დროს ხდება დაკვირვება მხოლოდ ჟურნალისტებზე სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით. ფასდება ჟურნალისტების როლი და ჩართულობა გადაცემის განმავლობაში.
იხილეთ ვრცლადრადიო საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
რადიო საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
მონიტორინგი შედგება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ეტაპებისგან. რაოდენობრივი კვლევისას დაკვირვება ხდება შემდეგ ინდიკატორებზე: სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი კვლევის ეტაპზე კი მონიტორი შემდეგ თვისებრივ მაჩვენებლებს აკვირდება: ბალანსი, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, ფაქტების დროული გაშუქება, ახალი ამბების იგნორირება.
იხილეთ ვრცლადბეჭდური მედია საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
ბეჭდური მედია საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
პრესის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი ფართობი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული სტატიების მომზადება, ჟურნალისტის/სტატიის ენა.
იხილეთ ვრცლადონლაინ მედია საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
ონლაინ მედია საშუალებების მონიტორინგის მეთოდოლოგია
საინფორმაციო ვებ-საიტების წინასაარჩევნო მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტისთვის დათმობილი დრო და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, სტატიების სათაურებისა და თანდართული ვიზუალური მასალის შეფასება
იხილეთ ვრცლად