მიმოხილვა

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ პროფესიული მედიამონიტორინგის განვითარებას საქართველოში, როგორც მედიის მრავალფეროვნების, ჟურნალისტური სტანდარტის ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის მხარდაჭერის გზას. 2010 წლიდან, ამ ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა ოთხი ძირითადი არჩვენების დროს.

                                                                  

რას ვაკეთებთ

მიმდინარე პროექტის მიზანია საარჩევნო მედიამონიტორინგი საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მსვლელობაში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია[ბმული ქვემოთ ორგანიზაციის პროფილზე], ინტერნიუს - საქართველო [ბმული ქვემოთ ორგანიზაციის პროფილზე] და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი [ბმული ქვემოთ ორგანიზაციის პროფილზე].

ადგილობრივი არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება სამოცი ეროვნული და რეგიონული ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მედიამონიტორინგის მეთოდოლოგია [ბმული].


2010-2016 წლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგები

მედიამონიტორინგი

  • საარჩევნო პროცესის გაშუქების მონიტორინგი 2010-2016 წლების არჩევნებზე: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. 
  • სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქების მონიტორინგი 2011-2012 წლებში.
  • ინტერნეტ რესურსებისა და სატელევიზიო გადაცემების ხელშეწყობა მედია მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი დისკუსიის მხარდაჭერის მიზნით. 

მედიის განვითარება და ტრენინგი

  • პროფესიული ტრენინგი მედია მონიტორინგის საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის . ტრენერი: წამყვანი სლოვაკურმა ორგანიზაცია Memo'98.
  • პროფესიული ტრენინგი ოცი რეგიონული მაუწყებლების ჟურნალისტებისათვის არჩევნების გაშუქებისა და მედიის საერთაშორისო სტანდარტების საკითხებში. ტრენერები: Agence France-Presse (AFP) და სარაევოს მედია ცენტრი




ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანებაა. ორგანიზაციის მიზანია მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერების გზით.

ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაარსდა, როდესაც 137-მა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა ძირითადი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის ვალდებულებას. შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად ისინი ქარტიის დამფუძნებლები და წევრები გახდნენ.

ტელევიზიების მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:


  გიორგი მგელაძე
  პროექტის მენეჯერი
  შიო მღვიმელის ქ. # 6ბ, 0179 თბილისი, საქართველო
  ტელ: (+995 322) 291 28 70
  ელ-ფოსტა: mgeladzegia@gmail.com




ინტერნიუსი-საქართველო


„ინტერნიუსი-საქართველო" ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. ორგანიზაცია თავისი საქმიანობით მხარს უჭერს როგორც მედიის პროფესიონალებს, ასევე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა საზოგადოების წევრები უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ნებისმიერი სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამით ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს.

რადიოების მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ეკა ბერიძე
პროექტის მენეჯერი
ანდრია აფაქიძის ქ. #11, მე-8 სართული, 0171 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 292 33 95/96/97/98
ფაქსი: (+995 32) 292 04 25
ელ-ფოსტა: eka@internews.ge
ვებსაიტი: http://internews.ge/




სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (სგი) მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებას  და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას. 

სგი-ს მისიაა საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, განათლების როლის ზრდა, ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის ხელშეწყობა.

ონლაინ და ბეჭდური მედიის მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:


გიორგი ჯოლოგუა
მედიის კვლევების ხელმძღვანელი
თ. ჭოველიძის ქ. #10, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 218 36 36;
ელ-ფოსტა: george_jologua@cdi.org.ge
ვებსაიტი: http://cdi.org.ge/