ნილს სკოტი - ბოლო წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ შეინიშნება სიძულვილის ენის არსებობა

ნილს სკოტი - ბოლო წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ შეინიშნება სიძულვილის ენის არსებობა

20-10-2017

ინტერპრესნიუსი

უკანასკნელ წლებთან შედარებით, მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩმა, ნილს სკოტმა მედიამონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადი ტენდენცია დადებითია, თუმცა არის „სხვა შედეგებიც".

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით გაერო-ს განვითარების პროგრამას შესაძლებლობა მიეცა ჩაეტარებინა ამ არჩევნების მედიამონიტორინგიც. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენ ამ მონიტორინგს ვატარებთ იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. უკანასკნელ წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რადგან კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ქართულ მედიაში კვლავ აღინიშნება სიძულვილის ენის არსებობა, ასევე უნდა აღვნიშნო ანალიტიკის ნაკლებობა. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ უფრო მეტი დებატები გაიმართება კანდიდატებს შორის", - განაცხადა ნილს სკოტმა.

სხვა სიახლეები

მედიამონიტორინგის შედეგები ასახავს წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობას

სრულად

„ქარტია“: „იმედი“ ამჟამინდელ და ყოფილ პრეზიდენტებთან მიმართებაში არღვევდა ეთიკურ პრინციპებს

სრულად

მედიამონიტორინგი: მთავრობის მიმართ რბილი პოზიციით იმედი და GPB ხასიათდება, კრიტიკულით - რ2

სრულად