იანოშ ჰერმანი - წლევანდელმა მედიამონიტორინგმა აჩვენა საკმაოდ დადებითი ტენდენციები და ძალიან კარგი შედეგები

იანოშ ჰერმანი - წლევანდელმა მედიამონიტორინგმა აჩვენა საკმაოდ დადებითი ტენდენციები და ძალიან კარგი შედეგები

20-10-2017

ინტერპრესნიუსი

წლევანდელმა მედიამონიტორინგმა აჩვენა საკმაოდ დადებითი ტენდენციები და ძალიან კარგი შედეგები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაში არის პრობლემებიც, რომელიც ყურადღება მისაქცევია.

"საარჩევნო მედიამონიტორინგი საქართველოში უკვე ტრადიცია გახდა. ძალიან გვეამაყება, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამასთან ერთად უკვე მრავალი წელია ამ მედიამონიტორინგს ვახორციელებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშო წინასაარჩევნო გარემოსთვის. წლევანდელმა მედიამონიტორინგმა აჩვენა საკმაოდ დადებითი ტენდენციები და ძალიან კარგი შედეგები. რა თქმა უნდა, გამონაკლისები და პრობლემები არსებობს. იმ საკითხებში რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს და მედიის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პრობლემებს. პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემები არის ყურადღება მისაქცევი. თქვენთან ერთად მოვისმინე მედიამონიტორინგის ანგარიში და იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს ქართული მედიის განვითარებას", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სხვა სიახლეები

მედია სივრცეში ანალიტიკის ნაკლებობაა - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

სრულად

ნილს სკოტი - ბოლო წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ შეინიშნება სიძულვილის ენის არსებობა

სრულად

მედიამონიტორინგი: რ2 ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულია, იმედი და საზმაუ – ლოიალური

სრულად