2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა

პროექტი "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მისი მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედია გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებების რაოდენობრივი და თვისებრივი საარჩევნო მონიტორინგი.

საარჩევნო მედიამონიტორინგს სამი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია ახორციელებს, რომლებმაც სპეციალური პროფესიული მომზადება გაიარეს საერთაშორისოდ აღიარებულ სლოვაკურ ორგანიზაციასთან - "მემო 98".

მონიტორინგის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის ეფექტიანად მიწოდების მიზნით მოხდება შედეგების სხვადასხვა მედია საშუალებებში გაშუქება, მოეწყობა სპეციალური პრეს-კონფერენციები და პრეზენტაციები. ინფორმაცია მონიტორინგის შესახებ, გარდა რეგულარული ანგარიშებისა ვებგვერდზე www.mediamoitor.ge, სხვა მედია სიახლეებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/Mediamonitor.ge

აგრეთვე, დამატებითი ინფორმაციისთვის პროექტის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდს: www.undp.org.ge.

ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შესახებ.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

ორგანიზაცია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა. სხვდასხვა მედიასაშუალების 137-მა ჟურნალისტმა როგორც რეგიონიდან ისე დედაქალაქიდან ხელი მოაწერა 11 პრინციპს და მისი დაცვის ვალდებულება აიღო. მოქალაქეებს კი მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიემართა ქარტიისთვის.

სატელევიზიო არხების მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გიორგი მგელაძე
პროექტის მენეჯერი
შიო მღვიმელის ქ. # 6ბ, 0179 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 322) 291 28 70
მობ: (+995 599) 68 28 38
ელ-ფოსტა: mgeladzegia@gmail.com
ვებსაიტი: http://qartia.org.ge/



ინტერნიუსი-საქართველო

"ინტერნიუსი-საქართველო" წარმოადგენს ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია საკომუნიკაციო პოლიტიკის სტიმულირების გზით. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ემსახურება როგორც მედიის პროფესიონალებს ასევე საქართველოს საზოგადოებას, რათა ისინი უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავისი აქტიურობით შესაძლებელი გახადონ პოზიტიური ცვლილებები.

რადიო საშუალებების მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ეკატერინე ბერიძე
პროექტის მენეჯერი
პაოლო იაშვილის ქ. # 14/22, 0114, თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 292 33 95/96/97/98
ფაქსი: (+995 32) 292 04 25
მობ: (+995 57) 36 30 56
ელ-ფოსტა: eka@internews.ge
ვებსაიტი: http://internews.ge/



სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (სგი) ოცნებობს ჭეშმარიტად დემოკრატიულ საქართველოზე, რომლის მართვაში თავისუფალი ნებით და რაციონალური მოტივაციით იქნება ჩართული ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მთელი მოსახლეობა.

სგი-ს მისიაა საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურის ეკოლოგიის დანერგვა, განათლების როლის ზრდა, გარემოს გარდაქმნა, ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობაში თითოეული მოქალაქის მოტივირებული მონაწილეობის ხელშეწყობა.

ონლაინ და ბეჭდური მედიის მონიტორინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გიორგი ჯოლოგუა
მედიის კვლევების ხელმძღვანელი
თ. ჭოველიძის ქ. #10, 0108, თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 218 36 36;
მობ: (995 55) 02 51 40;
ელ-ფოსტა: george_jologua@cdi.org.ge
ვებსაიტი: http://cdi.org.ge/
გვიპოვეთ ფეისბუქზე





იხილეთ გადაცემა 'მედია მონიტორის' ვიდეოჩანაწერები პირველი არხის ვებ-გვერდზე




© 2012-2017 mediamonitor.ge ვებ-უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი